logo
ENG



აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" დაამტკიცა

28 აპრ 202209:42
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ “საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეოს ცნობით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა 2021 წლის 8 თებერვალს წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგინეს.

მათივე ცნობით, კანონპროექტს ამ ეტაპზე სულ 19 თანასპონსორი ჰყავს, როგორც დემოკრატიული, ასევე, რესპუბლიკური პარტიიდან.

 “ “საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა და იძულების გარეშე“, - აცხადებენ სამინისტროში.


close დახურვა